კულტურა
30.09.2026 11:16
გორის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებელს რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი წარუდგენს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლში დაჩი ბაბუნაშვილი, ელენე დარჩია, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, გური შენგელია, ირაკლი სიქტურაშვილი, ნუკა ქევხიშვილი და კესანე ზაზუნაშვილი მონაწილეობენ.

მუსიკალური გაფორმება მარიამ კაპანაძეს ეკუთვნის. ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი, მხატვარი სანდრო ჯავახიშვილი რეჟისორის თანაშემწე კი ალექსანდრე ოქროპირიძეა.

სპექტაკლზე რეპეტიციები უკვე დაწყებულია, საპრემიერო ჩვენების თარიღს ახლო მომავალში დააანონსებენ.
კვირის ამბები