30 სექტემბერი შეჯამების, სამომავლო გეგმების დასახვის და დაწყებული საქმეების დასრულების დღეა. დღეს მოსალოდნელია ახალი ინფორმაციის, იდეების და გარემოებების გამოჩენა, თუმცა, ვარსკვლავები გვირჩევენ, მოვერიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მოვთოკოთ ემოციები და ფინანსებს მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ.
30 სექტემბერი განსაკუთრებით წარმატებული და პოზიტიური იქნება კუროს და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი
აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში გამოჩენილი ინიციატივა კარგ შედეგს მოგიტანთ, თუმცა, შესაძლოა, გეგმებში მცირე უთანხმოებები გაჩნდეს. დღის პირველი ნახევარი შეხვედრებს და საუბრებს დაეთმობა, საღამოს კი განმარტოება და ოჯახურ გარემოში დასვენება მოგინდებათ.
კურო
თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოზიტიური დღეა. შეძლებთ, წარმატებით გაართვათ თავი პირად პრობლემებს და ფულთან დაკავშირებული საკითხები თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ჯანმრთელობის და ჰიგიენის მიმართ.
ტყუპები
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან დიდ მოწონებას და ყურადღებას დაიმსახურებთ. ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, საინტერესო მეგობრობაში გადაიზარდოს. ასტროლოგები გირჩევენ, დიდხანს ნუ იყოყმანებთ, დღეს ზედმეტი ფიქრი წამგებიანია, იმოქმედეთ თამამად.
კირჩხიბი
დღეს, სასურველია, ცივი გონებით ადევნოთ თვალი თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მოთოკეთ ფეთქებადი ემოციები და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ სხვების კრიტიკას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ ძალების აღსადგენად.
ლომი
შესანიშნავი შანსი გეძლევათ, გააკეთოთ დიდი კარიერული ნახტომი და ბოლო მოუღოთ პირად პრობლემებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეთ ყველა წვრილმანი და იმოქმედეთ ეთიკურად.
ქალწული
დღევანდელი დღე ფინანსური მდგომარეობის გადახედვას და ეკონომიურობას მოითხოვს. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ ძველი გაუგებრობების მოგვარებაში.
სასწორი
მოსალოდნელია წვრილმანი შეცდომები, არასწორი გათვლები ან კამათი, თუმცა, საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივა. ნუ ინერვიულებთ, თუ თავს ოდნავ დათრგუნულად იგრძნობთ, ეს დროებითი დაღლილობაა და პრობლემები მალე თავისთავად მოგვარდება.
მორიელი
დღე ხელსაყრელია პარტნიორული ურთიერთობების და მოლაპარაკებებისთვის. თუ გრძნობთ, რომ სულიერი სიმშვიდის და ენერგიის აღსადგენად ბუნებასთან სიახლოვე გჭირდებათ, აუცილებლად გამონახეთ დრო ქალაქგარეთ გასასვლელად ან პარკში სასეირნოდ.
მშვილდოსანი
ახალი იდეები და შემოქმედებითი შთაგონება დაგეხმარებათ სამსახურებრივი დავალებების შესრულებაში. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი, რათა უნებურად არ შელახოთ მათი თავმოყვარეობა.
თხის რქა
ეს დღე ძალზე ხელსაყრელია ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისთვის. კარგი დროა თქვენ მიერ არჩეული მიმართულებით მუშაობის დასაწყებად. თუ რეალური ნაბიჯების გადადგმას ჯერ ვერ ახერხებთ, შეადგინეთ დეტალური სამოქმედო გეგმა.
მერწყული
შესაძლოა, მოვლენები ზუსტად ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, ან შეფერხდეს ფინანსური შემოსავლები. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროთ და საღამოს განტვირთვისთვის დრო გამოყოთ.
თევზები
თქვენთვის ძალიან წარმატებული და იღბლიანი დღეა. ინტუიცია საგრძნობლად გამახვილებულია, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.