საინტერესო ამბები
28.09.2026 15:29
ვინ შექმნა ავტომობილი, რომლის დიზაინიც საყოველთაო განსჯის საგანი გახდა

უცნაური დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელიც საყოველთაო განსჯის საგანი გახდა და სოციალურ ქსელებში „სარეცხის მანქანაში გაწურული ავტომობილი“ უწოდეს, Lexus-ის და ბრუკლინური არტ კოლეკტივის MSCHF-ის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც სპეციალური გამოფენისთვის შეიქმნა.

ავტომობილი ერთ ეგზემპლიარად დამზადდა და ეს არის ერთგვარი ქანდაკება პროექტიდან „MOTOMORPHOSIS“, რომელიც ნიუ იორკში ARMORY WEEK 2026-ის ფარგლებში გამოიფინა.

დიზაინერებმა რეალური ლექსუსის ორი ელექტრომობილი (მოდელები: RZ 450e და RX 450h+) ისე შეცვალეს და დაატრიალეს, თითქოს ციფრული გრაფიკით იყოს დეფორმირებული.

გამოფენის მიზანი იყო ეჩვენებინათ მოძრაობის და ტრანსოფრმაციის იდეა ისე, რომ ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის.

ლექსუსის ტრანსფორმაციული მოდელების სერიულ წარმოებაში ჩაშვება დაგეგმილი არ არის.

კვირის ამბები