ყველაფერი
28.09.2026 10:08
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კომუნიკაციის, ახალი ინიციატივების და ემოციური ბალანსის პერიოდს უკავშირდება. ასტროლოგები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ გეომაგნიტურ აქტივობას და შინაგან სიმშვიდეს.

ვერძი
აქტიური და ენერგიული დღეა. საუკეთესო დროა ახალი საქმის დასაწყებად და ინიციატივის გამოსაჩენად, თუმცა, ოჯახის წევრებთან ემოციები აკონტროლეთ.

ლომი
თქვენი თავდაჯერებულობა და ენერგია მნიშვნელოვნად გაიზრდება. იდეალური დღეა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, პრეზენტაციებისა და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

მშვილდოსანი
დიდი ნაბიჯების გადასადგმელად სერიოზული მომზადება გჭირდებათ. დღე პოზიტიურია კოლეგებთან ახალი იდეების გაზიარებისთვის.

კურო
ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, თუმცა, წინ სასიამოვნო ამბავი და მშვიდი, პრაქტიკული ხედვა გელოდებათ.

ქალწული
ვარსკვლავები შინაგან წონასწორობას და ფინანსურ სტაბილურობას გპირდებიან, ნუ აჰყვებით გარშემომყოფთა ემოციებს.

თხის რქა
მყარი ნაბიჯების და გეგმების რეალიზაციის დღეა. კარგია გადასაწყვეტი საკითხების კონკრეტულ დეტალებზე კონცენტრირება.

ტყუპები
საინტერესო შეხვედრები, ახალი ამბები და კომუნიკაცია დღის განწყობას აგიმაღლებთ. პარალელურად, ეცადეთ, მარტივი საქმეებით შემოიფარგლოთ და ძალები აღიდგინოთ.

სასწორი
თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი და წარმატებული დღეა. მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას და გაუგებრობების მოგვარებას.

მერწყული
ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, გულწრფელი საუბრები ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაჭრის.

კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დასვენებას და ორგანიზმის გაკაჟებას, მოერიდეთ გადაღლას.

მორიელი
დღე სასიხარულო და წარმატებული იქნება როგორც ფინანსური კუთხით, ისე ახალი იდეების განხორციელებისთვის.

თევზები
ინტუიციაზე დაყრდნობის დღეა. მიენდეთ შინაგან ხმას და მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას.
კვირის ამბები