სპორტი
24.09.2026 16:22
სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა - შეხვედრას გორელი სპორტსმენები ესწრებოდნენ
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. შეხვედრას გორელი სპორტსმენები: ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ესწრებოდნენ.

მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოისტებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეგასენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატს 4-11 ოქტომბერს ბაქო უმასპინძლებს. გორელთაგან ქვეყნის ღირსებას ორი სპორტსმენი: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაიცავს.

ზემოაღნიშნული ძიუდოისტების გარდა, ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური (90 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+ 100 კგ.) ირაკლი დემეტრაშვილი (+ 100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+ 78 კგ.) იასპარეზებენ.
კვირის ამბები