გორის გუნდი ფეხბურთში შიდა ქართლის პირველობის ფინალისტია.
შიდა ქართლის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ნახევარფინალურ შეხვედრაში გორელებმა ხაშურის გუნდი დაამარცხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
გადამწყვეტ მატჩში გორის გუნდი ქარელის გუნდს დაუპირისპირდება. მესამე ადგილისთვის კი ერთმანეთს კასპის და ხაშურის გუნდები შეხვდებიან.
რაც შეეხება ჩატარების განრიგს, დღეს, 24 სექტემბერს ჩატარდება და ხაშურის სტადიონი უმასპინძლებს. მესამე ადგილისთვის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ ფინალური შეხვედრა გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, ფეხბურთის პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“-ის ფარგლებში ტარდება.