ყველაფერი
23.09.2026 09:43
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს შემოდგომის ბუნიობაა, რაც დღისა და ღამის გათანაბრებას, შესაბამისად, სამყაროს ბალანსის პერიოდს აღნიშნავს. დღე გეომაგნიტურია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა ან წნევის ცვალებადობა.

ზოგადი ასტროლოგიური ტენდენციებით, ეს დღე ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების ენერგიას მოიტანს.

ვერძი
სასურველია, შეანელოთ ტემპი და მეტი ყურადღება დაუთმოთ შინაგან ხმას თუ განმარტოებით მუშაობას, გაერკვიეთ თქვენს სურვილებსა გეგმებში.

კურო
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან კომუნიკაციის და ერთობლივი იდეების განხილვისთვის. მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს.

ტყუპები
ყურადღების ცენტრში კარიერული წინსვლა და ახალი პროექტების წამოწყება მოექცევა. ბევრი იფიქრეთ, რომ სწორად შეადგინოთ გეგმები.

კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ ემოციებს, ენდეთ ინტუიციას, მაგრამ მოერიდეთ გადაჭარბებულ მგრძნობელობას.

ლომი
შინაგანი თავდაჯერებულობა და მოკრძალებული ბრწყინვალება გარშემომყოფთა ყურადღებას თქვენკენ მიმართავს.

ქალწული
იდეალური დროა პრაქტიკული გეგმების დასახვის და ყოველდღიური საქმეების მოსაწესრიგებლად.

სასწორი
იგრძნობთ, რომ ძველი ეტაპი სრულდება. კარგი პერიოდია საკუთარი სურვილების გადასახედად და ფუჭი ურთიერთობების მოსაცილებლად.

მორიელი
დროა, ყურადღება გაამახვილოთ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ფინანსურ საკითხებზე, ეცადეთ, მეტად აკონტროლოთ თქვენი ემოციები.

მშვილდოსანი
კარიერული წინსვლისთვის მოგიწევთ მეტი მუშაობა, წარსულსა და ვალდებულებებზე ფიქრი ხელს ნუ შეგიშლით.

თხის რქა
აქტიური ნაბიჯებისა და მომავლის გეგმების დასახვისთვის ხელსაყრელი დღეა, აკონტროლეთ ემოციები.

მერწყული
თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, თუმცა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია დაგჭირდებათ.

თევზები
პაუზა, სულიერი სიმშვიდე და საყვარელ ადამიანებთან თბილი კომუნიკაცია დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ და საქმეში მეტი წინსვლა გქონდეთ.
კვირის ამბები