სპორტი
22.09.2026 13:32
გორში მძლეოსნური გარბენი გაიმართა
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“-ის ფარგლებში, გორში მძლეოსნური გარბენი ჩატარდა.

სპორტულ აქტივობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის გამოვლინდნენ. ვაჟთა შორის პირველი ადგილი გორელმა ლევან დემუროვმა დაიკავა, მეორე ადგილზე ლაშა გოგშელიძე (გორი) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილს კი ლუკა ქოქაშვილი (გორი) დაეუფლა. რაც შეეხება გოგონებს, გამარჯვებული ეთერ ბახტურიძე (გორი) გახდა. მეორე ადგილი მარიამ ქორთიაშვილის (ხაშური) ანგარიშზეა. მესამე ადგილზე კი ევა ციცაგი (გორი) გავიდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და შიდა ქართლის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ გარბენის ყველაზე უმცროსი - ბარბარე ასანიძე (გორი) და უფროსი - დავით ნაზარაშვილი (გორი) ასაკის მონაწილეებიც.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. აქტივოვობების მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. რაც შეეხება გარბენს, შეჯიბრი შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
კვირის ამბები