სპორტი
21.09.2026 11:57
შიდა ქართლის პირველობაზე 3X3-ზე კალათბურთში გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
3X3-ზე კალათბურთში გამართულ შიდა ქართლის პირველობაზე გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირს, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“-ის ფარგლებში ჩატარდა, კასპის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა.

შეჯიბრის გამარჯვებული კასპის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა. მესამე ადგილზე კი ხაშურის გუნდი გავიდა. 

შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ და ტურნირის ბომბარდირი გორელი თენგო საური გახდა.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც.

ცნობისთვის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კვირის ამბები