საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 420 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი რჩება.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 9 პირი დაემატა.
covid-19-ის ინფექციით დაავადებული 420 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.