გორელი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
მსოფლიოს პირველობა ბაქოში 4 ოქტომბერს დაიწყება. ინდივიდუალური შეჯიბრი 10 ოქტომბერს დასრულდება, 11 ოქტომბერს კი გუნდური ასპარეზობა ჩატარდება.
გორელთაგან ქვეყნის ღირსებას ორი სპორტსმენი: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაიცავს.
ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 2021 წელს დაეუფლა. ვაჟა მარგველაშვილს კი მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი არ მოუპოვებია.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური (90 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).