1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდამრღვევებს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოერთვათ. მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
„სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.
რაც შეეხება სტატისტიკას, ყველაზე მეტი - 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 8 - მცხეთა-მთიანეთში, 7- შიდა ქართლში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - სამცხე ჯავახეთში, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტია, რადგან წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შეიძლება მოყვეს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“, - აცხადებენ უწყებაში.