

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზიაში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესორებმა - გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ მოხსენებები წაიკითხეს. გიორგი ჭეიშვილის მოხსენება ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებს, ხოლო ვალერი ვაშაკიძის გამოსვლა საქართველოს მოქცევასა და ქრისტიანობის გავრცელების ისტორიულ მნიშვნელობას შეეხებოდა.
ღონისძიებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ეპარქიის სასულიერო პირები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.