

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ დადგენილებას მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა.
22 მაისამდე გაგრძელდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტიც, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა 21 აპრილის ჩათვლით, ამჯერად კი, კიდევ ერთი თვის ვადით - 21 მაისის ჩათვლის გახანგრძლივდა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი