საზოგადოება
17.09.2026 13:10
5 რამ, რაც ცოფზე აუცილებლად უნდა იცოდე - სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცოფის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს აუცილებელი დეტალების ცოდნის და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

5 რამ, რაც ცოფზე აუცილებლად უნდა იცოდე - „გორის მაცნე“ უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ რკომენდაციებს:

ცოფი საშიში ვირუსული დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც ცხოველი, ასევე ადამიანი;

ცოფის გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა შინაური ბინადარი ცხოველების დროული ვაქცინაციაა;

რეგულარული აცრა - დაავადებისგან იცავს ცხოველს და, შესაბამისად, ადამიანს;

ცოფის დაავადებაზე საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმ-რაბიოლოგთან დროული კონსულტაცია;

ცოფის პრევენცია საერთო პასუხისმგებლობაა - დაიცავი შენი ცხოველი და იზრუნე საკუთარ უსაფრთხოებაზე.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ბინადარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიურ ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს.

 

კვირის ამბები