სპორტი
17.09.2026 11:12
ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის ღია გუნდური პირველობა ჩატარდა
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“-ის ფარგლებში, ქართულ ჭიდაობაში რეგიონის ღია გუნდური პირველობა ჩატარდა.
შეჯიბრში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. რაც შეეხება პრიზიორებს, „გორი“ პირველობის გამარჯვებული გახდა, მეორე ადგილზე ქარელის გუნდი „ხაბარელი 1“ გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი კი კვლავ ქარელის გუნდმა „ხაბარელი 2“ დაიკავა.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები (I ადგილი - 6000 ლარი, II ადგილი - 4000 ლარი და III ადგილი - 2000 ლარი) გადაეცათ.

შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ და გორელთაგან საუკეთესო ტექნიკურ მოჭიდავედ ზურა ჭიღლაძე დასახელდა, ეფექტური გდების ავტორი კი დავით ქარელია. ნომინაციებში გამორჩეულ ფალავნებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და შიდა ქართლის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.
კვირის ამბები