საზოგადოება
17.09.2026 11:12
გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტში 14-დან 19 წლამდე ასაკის პირები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა სტეფანწმინდა და მისი მიმდებარე ტერიტორიები მოინახულეს, არსებულ კულტურას და ტრადიციებს გაეცნენ დაადგილობრივ ფოლკლორულ ფესტივალში ჩაერთნენ, სადაც საკუთარ შემოქმედება და შესაძლებლობები წარადგინეს.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
კვირის ამბები