გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. მისი დასრულების შემდეგ კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პირობები.
რაც შეეხება პროექტს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 000 მეტრი სიგრძის გზას. პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 1 072 298 ლარს შეადგენს.
სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.