საზოგადოება
16.09.2026 15:34
პარლამენტმა თამაზ ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩია
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი აირჩია.

წარდგენილ კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თამაზ ბორაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
კვირის ამბები