საზოგადოება
16.09.2026 15:32
გორის №12 საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ორი ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 60-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სავარაუდო ანაზღაურება კი თვეში 396 ლარითაა განსაზღვრული.

დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ და ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs. ge)-ზე, 22 სექტემბრამდე უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 25 სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები