სპორტი
16.09.2026 11:38
გორში მძლეოსნური გარბენი გაიმართება
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორში მძლეოსნური გარბენი გაიმართება.

სპორტული აქტივობა 20 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ტინისხიდის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 11:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლის ეზოში დასრულდება.

მარათონში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ (ასაკი შეუზღუდავია). გარბენში მონაწილეების რეგისტრაცია 10:00-დან დაიწყება.

გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის გამოვლინდებიან და ფულადი პრიზებთან (პირველი ადგილი 1500 ლარი, მეორე ადგილი - 1000 ლარი, მესამე - 500 ლარი) ერთად, თასებით და მედლებით დაჯილდოვდებიან.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში (მძლეოსნური გარბენი, ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი, კალათბურთი) 2022 წლიდან იმართება. აქტივობის მიზანს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კვირის ამბები