გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართება
გორი, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 10-11 ოქტომბერს ჩატარდება. ორთაბრძოლები 10:00 საათიდან დაიწყება და გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.
შეჯიბრში 2010-2011-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.
მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეეცემათ. გარდა ამისა, საუკეთესო შედეგების მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული ქალაქების გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა. შეჯიბრი წელს მეათედ ტარდება.