16.09.2026 09:44
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურას
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს - თამაზ ბორაშვილს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს წარადგინა.
თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
დღეს, ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
სუს-ის ახალი უფროსის წარდგენის საკითხი დღის წესრიგში 14 სექტემბერს, მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.