15.09.2026 11:09
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ღია ჩემპიონატზე გორელმა მოჭიდავეებმა ათი საპრიზო ადგილი დაიკავეს
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ნუკრი ქურციკიძის სახელობის ღია ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა ათი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებულები გოგა შათირიშვილი (38 კგ; 2016-2017 წწ.), გიორგი ჭიღლაძე (45 კგ; 2013-2015 წწ.), გივიკო ქებაძე (55 კგ; 2010-2012 წწ.), ტატო ცხაოშვილი (60 კგ; 2010-2012 წწ.) და დათა გურწაშვილი (75 კგ; 2013-2015 წწ.) გახდნენ.
მეორე საპრიზო ადგილი დემეტერე ინაურმა (38 კგ; 2013-2015 წწ.), ნიკოლოზ პარასკებაშვილმა (41 კგ; 2013-2015 წწ.), ნიკოლოზ გოგშელიძემ (45 კგ; 2010-2012 წწ.) და საბა ბიტარიშვილმა (60 კგ; 2010-2012 წწ.) დაიკავეს.
გიორგი ხოსრუაშვილი (60 კგ; 2010-2012 წწ.) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
ნუკრი ქურციკიძის სახელობის ღია ტურნირი მისაქციელში ჩატარდა.