15 სექტემბერი ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მრავალ საინტერესო მოვლენას, სახალხო დღესასწაულს თუ ცნობილი ადამიანების დაბადება-გარდაცვალებას უკავშირდება.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2008 წლიდან ყოველი წლის 15 სექტემბერს, მსოფლიოში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
1821 წელი - ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა - გვატემალამ, სალვადორმა, ჰონდურასმა, ნიკარაგუამ და კოსტა-რიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
1916 წელი - პირველი მსოფლიო ომის დროს, მდინარე სომაზე მიმდინარე ბრძოლაში, ბრიტანელებმა ისტორიაში პირველად გამოიყენეს სამხედრო ტანკები (მოდელი Mark I).
15 სექტემბერი, საქართველოში, ტრადიციულად, საზოგადოებრივ თარიღთან - სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან ასოცირდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მოიხსენიებს წმინდა მამა იოსებ ალავერდელს (VI საუკუნის ასურელი მამა, ალავერდის ეპარქიის დაარსებელი) და დიდმოწამე ნიკიტას.
1254 წლის 15 სექტემბერს დაიბადა მარკო პოლო - სახელგანთქმული იტალიელი მოგზაური.
1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ვახტანგ VI - საქართველოს მეფე, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, კანონმდებელი, პოეტი და მეცნიერი.
1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა აგათა კრისტი - დეტექტიური ჟანრის ლეგენდარული ინგლისელი მწერალი, ერკიულ პუაროსა და მის მარპლის პერსონაჟების ავტორი.
1834 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა მირიან ბატონიშვილი - ერეკლე II-ეს და დარეჯან დედოფლის ძე, ქართველი პოეტი და მთარგმნელი.