სპორტი
14.09.2026 14:04
ძიუდოში გამართული სარეიტინგო ტურნირი გორელმა სპორტსმენებმა ხუთი მედლით დაასრულეს
ძიუდოში გამართულ საქართველოს მესამე სარეიტინგო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი 2010-2011 წწ. დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა და გორელთა მიერ მოპოვებული მედლებიდან ორი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის, სამი კი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტთა ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებული ზურაბ ჯანეზაშვილი (60 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალს ნიკოლოზ ხოხაევი (+90 კგ.) დაეუფლა. ზურა წკრიალაშვილმა (55 კგ.), ლაშა სეხნიაშვილმა (60 კგ.) და გიორგი წურიაშვილმა (+90 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები