საზოგადოება
14.09.2026 12:18
გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი და სანიაღვრე არხების და შიდა გზების გაწმენდა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე სოფელ კარბში სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები კი უკვე დასრულდა ოთარშენში, ქვახვრელში, ნიქოზში, წედისში, ტინისხიდში, ქერესა და მუმლაანთკარში.

აღნიშნული სამუშაოების გარდა, სოფელ ატენში, წედისსა და საყავრეში შიდა გზები ქვა-ღორღისგან გაიწმინდა. სოფელ ქვახვრელში მოწესრიგდა, ასევე, კოტეჯებისკენ მიმავალი გზა და სოფელ ხიდისთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაც.
კვირის ამბები