გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირი ორი საპრიზო ადგილით დაასრულეს
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
სტეფან სარგისიანის თასზე მოპოვებული მედლებიდან ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის სინჯისაა.
შეჯიბრის გამარჯვებული კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდა. სპორტსმენი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს 10:0 სძლია. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მერაბ სულეიმანიშვილის ანგარიშზეა.
ფინალში გორელი მოჭიდავე გერმანიის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და 18:20 დამარცხდა.
საპრიზო ადგილზე გასული ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, სომხეთის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედლით დაასრულა.