ყველაფერი
10.09.2026 10:17
10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღე გეომაგნიტურია, რაც ყურადღებას და ემოციურ კონტროლს მოითხოვს. 10 სექტემბერი განსაკუთრებით პოზიტიური და იღბლიანია კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ნიშნებისთვის, ხოლო სხვა ნიშნებს მეტი სიფრთხილე მართებთ.

♈ ვერძი
დღე მოითხოვს დიდ მოთმინებას და მკაცრ დისციპლინას. ნუ ენდობით შინაგან ხმას და იმოქმედეთ მხოლოდ ცივი გონებით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, დაასრულეთ ძველი ვალდებულებები. მოერიდეთ კოლეგების პროვოკაციებს და მანიპულაციებს.

♉ კურო
მიწის სტიქია დაგეხმარებათ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში. დღე საუკეთესოა მშვიდი, რუტინული საქმეების შესასრულებლად. მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას, მაშინაც კი, თუ მართალი ხართ.

♊ ტყუპები
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები და საინტერესო კარიერული შემოთავაზებები. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისთვის, თუმცა, ემოციური ფონი ოდნავ დაძაბულია.

♋ კირჩხიბი
თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოზიტიური დღეა. რთულ კითხვებზე პასუხებს მოულოდნელად, ახალი ინფორმაციის საშუალებით იპოვით. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.

♌ ლომი
პირადი ურთიერთობების კუთხით შესაძლოა, მცირე პრობლემები ან გაუგებრობები წარმოიქმნას. ახლობლები თქვენგან სითბოს და ყურადღების დეფიციტს გრძნობენ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს და საღამოს ბუნებაში გაისეირნოთ.

♍ ქალწული
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან - დღე ენერგიული და პროდუქტიულია. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

♎ სასწორი
დღე ითხოვს ფინანსურ გონიერებას და ხარჯების მკაცრ კონტროლს. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო წინადადება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

♏ მორიელი
იღბალი თქვენს მხარესაა, რაც ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს და იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. ბიზნესში საქმეები შესანიშნავად მიდის, ნუ იტყვით უარს მსხვილ გარიგებებზე. თუმცა, მოერიდეთ გაუაზრებელ და მოულოდნელ ხარჯებს.

♐ მშვილდოსანი
საუკეთესო დროა ძველი, ნეგატიური ენერგიისგან გასათავისუფლებლად. ასტროლოგები გირჩევენ, სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ და ზედმეტი ნივთები გადაყაროთ. ეს დაგეხმარებათ ახალი, პოზიტიური ენერგიით დამუხტვაში.

♑ თხის რქა
ნუ აჩქარდებით, დღეს საქმეები ზომიერი ტემპით და მკაფიო პრიორიტეტებით უნდა აკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან გეომაგნიტურმა დღემ, შესაძლოა, თავის ტკივილი გამოიწვიოს.

♒ მერწყული
მაქსიმალურად აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები. მოერიდეთ ყოველგვარ კამათს, ჩხუბს და კონფლიქტურ სიტუაციებში ჩაბმას. დღე მშვიდად და განმარტოებით გაატარეთ.

♓ თევზები
კარგი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად და ურთიერთობების დასალაგებლად. იყავით ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ, თუმცა, საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ.
კვირის ამბები