გორში, გორის ქალთა გუნდის და პიანისტ ინა ჭარელის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება
გორში, „ჩვენი ქალაქის ოქროს ფონდის“ ორგანიზებით, გორის ქალთა გუნდის და პიანისტ ინა ჭარელის კონცერტი გაიმართება.
მუსიკალური ღონისძიება გორის სამუსიკო კოლეჯის სააქტო დარბაზში (სამეფოს ქ. 7) ჩატარდება და ორგანიზატორების ინფორმაციით, 28 სექტემბერს 17:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დასწრებას, კონცერტზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი და მსურველი უნდა დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს: თამაზ მაყაშვილს (ტელ.: WhatsApp 5744355360) და რობერტ მაღლაკელიძეს (ტელ.: WhatsApp 599577849).