ტურიზმი
09.09.2026 14:42
აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 64 367 შეადგინა
აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტს 64 367 ვიზიტორი ეწვია.

მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 3 სექტემბრამდე მუნიციპალიტეტს 336 485 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 264 594 უცხოელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინაარე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი - ივნისში, ყველაზე ცოტა კი იანვარში ეწვია.

„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, მუნიციპალიტეტს ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად იანვარში - 12 702, თებერვალში - 15 401, მარტში - 16 822, აპრილში - 32 885, მაისში - 65 580, ივნისში - 70 751, ხოლო ივლისში 57 977 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები