Covid 19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 411-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge განთავსდა.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 579 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა - 98, გარდაცვლილია 4 პაციენტი.