გორში ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მისი მოადგილე თორნიკე ფხაკაძე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს თემურ გიგნაძეს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გორში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირს - „Open Gori“ ძმები გიორგი და გელა რომელაშვილების სახელობის მემორიალური ტურნირის სტატუსი ექნება. შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სპორტული კარატის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, პირველად 2027 წელს ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტურნირის კარატეს მსოფლიო ფედერაციის კალენდარში შეტანაც იგეგმება.
„გიორგი და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ. ძმები წლების განმავლობაში გორში კარატეს სექციაში ვარჯიშობდნენ. მათი სახელობის მემორიალური ტურნირი გმირი ძმების ხსოვნის უკვდავსაყოფად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.