სპორტი
07.09.2026 17:22
გორის „გორმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეოცე ტურის შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა
ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეოთხე ტურის მატჩში გორის „გორი“ ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა გამარჯვებით - 3:2 დაასრულა.

გორელთაგან მოწინააღმდეგის კარში დუბლი ჯეფრი ოვუსუ-ანსამ შეასრულა. 90-ე წუთზე კი კიდევ ერთი გატანილი გოლი გიორგი კურმაშვილის ანგარიშზეა

რაც შეეხება მომდევნო თამაშს, „გორი“ „თლავს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
კვირის ამბები