სპორტი
07.09.2026 14:48
„დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას თბილისელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა მენთეშაშვილია.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 9 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება და წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში გორის გუნდი 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.
კვირის ამბები