სპორტი
07.09.2026 14:14
გიგი გიუნაშვილი, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელი ძიუდოისტი გიგი გიუნაშვილი (73 კგ.), საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. საქართველოს ნაკრების გუნდური ასპარეზობისას, ქვეყნის ღირსებას გორიდან მხოლოდ გიუნაშვილი იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა მოიგო და შესაბამისად, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ეროვნული გუნდის წარმატებაში. საქართველომ პირველ შეხვედრაში მონტენეგროს სძლია (4:2), შემდეგ, გერმანიასთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა, რეპეშაჟში ჯერ ხორვატებს (4:2), შემდეგ თურქებს (4:3) მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გიგი გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ევროპის ჩემპიონატი პოდგორიცაში (მონტენეგრო) ჩატარდა.
კვირის ამბები