სპორტი
07.09.2026 12:02
ათენში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს
თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა თოთხმეტი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი ათენში (საბერძნეთი) ჩატარდა და გორელთა მიერ მოპოვებული მედლებიდან ხუთი ჭიდაობის კლუბ „ჩემპიონის“, ხუთი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის და ოთხი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები ჯეკო მინდიაშვილი (41 კგ), ნიკოლოზ მაყიშვილი (55 კგ.), შალვა თვაური (65 კგ.), ზუკა წინამძღვრიშვილი (71 კგ.), დავით გოგშელიძე (79 კგ), გიორგი ჩოჩიშვილი (80 კგ) და გივი კახნიაშვილი (110 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილი თორნიკე დვალიშვილმა (48 კგ.), ტატო ცხაოშვილმა (57 კგ), სოლომონ გაგლოშვილმა (60 კგ.), გიორგი კურტანიძემ (65 კგ.) და დავით ყაყიტაშვილმა (71 კგ.) დაიკავეს.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ლუკა ტეტუნაშვილის (60 კგ) და ერეკლე ქართველიშვილის (80 კგ) ანგარიშზეა.
კვირის ამბები