„შავი ზღვის თასი“ - ბათუმში გამართულ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ცხრა მედალი მოიპოვეს
ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოში გამართული ტურნირი.
„შავი ზღვის თასი“ ბათუმში ჩატარდა და 2009-2010 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლექსო მიჩიტაშვილი (60 კგ.) და ბაჩო დემეტრაშვილი (+90 კგ.) გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი ტატო საბაშვილმა (73 კგ.), ბექა გოგლიძემ (81 კგ.) და თორნიკე გიუნაშვილმა (90 კგ.) დაიკავეს. ბრინჯაოს მედალი კი საბა პავლიაშვილის (66 კგ.), დავით ფსუტურის (81 კგ.), დაჩი ბზიშვილის (81 კგ.) და ნიკოლოზ ხოხაევის (+90 კგ.) ანგარიშზეა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან შვიდი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. დაჩი ბზიშვილი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენია. რაც შეეხება ნიკოლოზ ხოხაევს (+90 კგ), ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს.