ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის ოცდამეოთხე ტურის მატჩში გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 5 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. ამჟამად, „დილა“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა.