გორელი ძიუდოისტები ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
კონტინენტის პირველობა მონტენეგროში დღეს, 3 სექტემბერს, დაიწყება. ინდივიდუალური შეჯიბრი 5 სექტემბერს დასრულდება, ხოლო 6 სექტემბერს გუნდური ასპარეზობა ჩატარდება.
გორელთაგან ქვეყნის ღირსებას ორი სპორტსმენი დაიცავს. თამარ გიგილაევი, რომელიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, 48 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. საბა საბაშვილი (გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) კი, 66 კგ. წონით კატეგორიაში შეეცდება მედლის მოპოვებას.