საზოგადოება
02.09.2026 14:03
საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დაიწყო და 30 სექტემბრის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;

საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.

განაცხადები ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის - https:/ /online1.naec.ge/oapp/ გამოყენებით მიიღება, ხოლო აპლიკანტის მიერ მითითებულ ანგარიშებზე თანხა განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება.
კვირის ამბები