საზოგადოება
02.09.2026 14:02
გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას შეძლებენ 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ინტერესდებიან მოგზაურობით, მთით და ახალი გამოცდილებების მიღებით.

„ტურის ფარგლებში ახალგაზრდები სტეფანწმინდას და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოინახულებენ, გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ ფოლკლორულ ფესტივალში, სადაც საკუთარ შემოქმედებას და შესაძლებლობებს წარადგენენ.

რაც შეეხება მონაწილეობას, ბანაკში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და მონაწილეთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველები, 5 სექტემბრის ჩათვლით, მშობელთან ერთად უნდა მივიდნენ ასოციაცია „ტონთიოს“ ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: გორი, გორჯვრის ქ. №26) და წარადგინონ: პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100) და მშობლის თანხმობა (სპეციალურ ფორმას ადგილზე შეავსებს მშობელი).

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 599 22 16 44)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.
კვირის ამბები