მასწავლებლის გამოცდების საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
2026 წლის მასწავლებლის გამოცდების საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეს, 2 სექტემბერს, დაიწყო და 2 ოქტომბრის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც: განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური; საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი; საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე და საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის - https:/ /online1.naec.ge/oapp/ გამოყენებით მიიღება, ხოლო აპლიკანტის მიერ მითითებულ ანგარიშებზე თანხა განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება.