საზოგადოება
02.09.2026 11:15
გორის №12 საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - გორის №12 საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება სავარაუდო ხელფასს, 1860 ლარით განისაზღვრება.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 9 სექტემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 14 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები