გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე ტლაშაძემ თურქული ეროვნული ჭიდაობის ტურნირი საპრიზო ადგილით დაასრულა.
თურქეთში გამართულ შეჯიბრში სხვადასხვ ქვეყნის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. გორელმა სპორტსმენმა 2010-2011 წწ. დაბადებულებს შორის იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ალექსანდრე ტლაშაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.