
მოგზაურობის დაგეგმვა ზოგჯერ თავად მოგზაურობაზე მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს. ავიაბილეთების მოძებნა, სასტუმროს შერჩევა, ტრანსფერის ორგანიზება, ქალაქებს შორის გადაადგილება, მუზეუმების და ატრაქციონების ბილეთების შეძენა, საინტერესო ადგილების მოძიება და რაც მთავარია, სწორი მარშრუტის შედგენა.
მოგზაურობა არ უნდა იწყებოდეს ათობით ჩანართის გახსნით
ზოგისთვის მოგზაურობის დაგეგმვა სასიამოვნო პროცესია - საათობით ეძებს სასტუმროებს, ერთმანეთს ადარებს ავიაბილეთებს, ათვალიერებს რუკებს და ადგენს მარშრუტებს, ბევრისთვის კი ეს ყველაფერი საკმაოდ სტრესული, დამღლელი და რთული პროცესია, შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერს სწორად ვერ გათვლის.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა მოგზაურობის დაგეგმვის კულტურაც. მზა, ყველასთვის ერთნაირი ტურების ნაცვლად, ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ ინდივიდუალურ მარშრუტებს, პერსონალურ რეკომენდაციებს და სერვისს, რომელიც მათ დროს, ბიუჯეტს და სურვილებს მოერგება.
Checkin365-ის იდეა სწორედ ამ პროცესის გამარტივებაა - მოგზაურობის დაგეგმვისთვის საჭირო ყველა დეტალი ერთ სივრცეში
Checkin365-ი პირადი მეგზურია მათთვის, ვინც მოგზაურობის დაგეგმვისას ინდივიდუალურ მიდგომას და ხარისხს ეძებს.
მოგზაურობა, რომელიც შენზეა მორგებული
კომპანია მომხმარებელს ეხმარება როგორც ძირითადი, ისე მოგზაურობისთვის საჭირო დამატებითი სერვისების ორგანიზებაში: ავიაბილეთები და სასტუმროები, ტრანსფერები, მატარებლის და ავტობუსის ბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა, მუზეუმების და ატრაქციონების ბილეთები, მარშრუტის დაგეგმვა, საინტერესო ტურები და ინდივიდუალური სამოგზაურო რეკომენდაციები.
მთავარი აქცენტი კეთდება ბიუჯეტის ოპტიმალურად დაგეგმვაზე, დროის დაზოგვასა და ისეთი ადგილების აღმოჩენაზე, რომლებიც სტანდარტულ ტურისტულ მარშრუტებში ყოველთვის არ ხვდება.
მოკლედ, თუ არ გიყვარს შაბლონები, ეძებ უნიკალურ მარშრუტებს და აფასებ ხარისხს და დროს, დაჩექინდი აქ - Checkin 365
მოგზაურობა, დასვენება, ბანკეტი, თაფლობის თვე, სამედიცინო ტურიზმი თუ საქმიანი ვიზიტები - დაგეგმვისას მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში მიიღოს მისთვის საჭირო სერვისები და რჩევები აბსოლუტურად ყველა დეტალზე.
თუ უკვე ფიქრობთ შემდეგ მოგზაურობაზე, შესაძლოა, დაგეგმვის დასაწყებად მხოლოდ ერთი შეტყობინება იყოს საჭირო - თქვენ ირჩევთ მიმართულებას, Checkin 365 კი დანარჩენზე ზრუნავს.
Checkin365 - შენი პირადი მეგზური მოგზაურობის დაგეგმვაში!
577 23 77 77
598 91 41 42
R