გორელი სპორტსმენები - დავით ქარელი და გიორგი პაპუნაშვილი ქართულ ჭიდაობაში გამართული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის პრიზიორის რამაზ ხარშილაძის მემორიალური ტურნირი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ჩატარდა. ასპარეზობები ხუთ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
დავით ქარელმა (70 კგ.) ფინალში დმანისელი ბაგრატ ნინიაშვილი დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილმა (+90 კგ.) კი საქართველოს მოქმედ აბსოლუტურ ფალავანს - გიორგი ჩაგელიშვილს სძლია.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს, ფულად პირზებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ. გარდა ამისა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გიორგი პაპუნაშვილი ყოჩით დააჯილდოვეს.