საინტერესო ამბები
01.09.2026 11:08
1-ელი სექტემბერი - რა მოხდა ამ დღეს
1-ელი სექტემბერი მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ყველაზე მეტად მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ასოცირდება, თუმცა, ამ დღეს კიდევ ბევრი სხვა ისტორიული მოვლენა მოხდა.

გაგაცნობთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ამ დღეს უკავშირდება:

1939 წელი - ფაშისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ომის საფუძველი გახდა.

მართლმადიდებლური ეკლესია (ძველი სტილით) 1-ელ სექტემბერს აღნიშნავს საეკლესიო ახალი წლის (ინდიქტიონის) დაწყებას.

2004 წელი - ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის №1 სკოლაში ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს 1100-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ბავშვები. ტრაგედიას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

1969 წელი - მუამარ კადაფიმ სამხედრო გადატრიალების გზით დაამხო მეფე იდრისის მმართველობა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.
არაერთ პოსტსაბჭოთა და ევროპულ ქვეყანაში 1-ელი სექტემბერი ტრადიციულად სასწავლო წლის დაწყებისა და ცოდნის დღედ აღინიშნება.

1991 წელი - უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1897 წლის 1-ელ სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში, ბოსტონში, პირველი მიწისქვეშა მეტრო გაიხსნა.

1923 წლის 1-ელ სექტემბერს, ტოკიოსა და იოკოჰამაში მომხდარმა მიწისძვრამ 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.

1974 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა რობი უილიამსი, პოპულარული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

1923 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა როკი მარჩიანო, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, მძიმე წონის ერთადერთი დაუმარცხებელი ჩემპიონი.
კვირის ამბები