სპორტი
31.08.2026 17:11
გორელი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ ბოჭორიშვილი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.

სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე საპრიზო ადგილისთვის გერმანიის წარმომადგენელი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გორელმა მოჭიდავემ მიმდინარე წელს 23-წლამდელთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნიკოლოზ ბოჭორიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია (პირადი მწვრთნელი: არკადი ხინჩიკაშვილი).
კვირის ამბები