შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ქვიშის ხელბურთის ფესტივალი მეორე ადგილით დაასრულა.
შეჯიბრი ურეკში ჩატარდა და აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის იბრძოდა ხელბურთელ ვაჟთა გორის გუნდიც, თუმცა მათ მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.
ქვიშის ხელბურთის ფესტივალზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნატალი გაზაშვილი, ნატალი ბიწაძე, ანა ბურნაძე, ანნა ოქროპირიძე, ქეთი ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, ანასტასია კოპაძე, ირინოლა ელბაქიძე, ნინი ხიჩიკაშვილი, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, ნია ყურელი და ანა ბუხრიკიძე (მწვრთნელები: თორნიკე გაგლოშვილი, გია მამაცაშვილი).